ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებთ ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინელი ხალხის მიმართ იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის შექმნილი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინის ხელისუფლებასთან.

„გავიხსენებ შეხვედრას, რომელიც შედგა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით. ძალიან მეგობრულ რეჟიმში წარიმართა დაახლოებით 10-წუთიანი შეხვედრა. საუბარი იყო ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობაზე ორივე მხრიდან, დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, დახურული შეხვედრა იყო. ინიციატივა იყო, მყისიერად დავუდასტურეთ, მანამდეც წინაპირობები ამისათვის არ არსებობდა. რაც მთავარია, ეს შეხვედრა შედგა და ძალიან მეგობრულად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა და ჩვენს ხალხებს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინელი ხალხის მიმართ იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის შექმნილი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინის ხელისუფლებასთან. ვნახოთ, იყო ბევრი ფაქტორი, რამაც შექმნა პრობლემები ამ ურთიერთობებში. აღარ მინდა, დეტალებში გავიხსენო ეს ყველაფერი, ელჩებთან დაკავშირებული ნაბიჯები, მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებები და ა.შ. რაც იყო. მოხდა ეს ყველაფერი, მთავარია, რომ წინ გავიხედოთ. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეც და ისეც, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. თუმცა, იმედი გვაქვს, ეს ცალმხრივი მეგობრობა გადაიზრდება ორმხრივ მეგობრობაში.

ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. აქამდე ვცხოვრობდით იმით, რაც ხდებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მათ შორის სანქციები, პირადად მე მაქვს დაწესებული მათი მხრიდან სანქციები და ამას ყველაფერს მშვიდად ვუყურებდით. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მშვიდად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამოწვევებს, სირთულეებს, მათ შორის, თუმცა ვიტოვებთ უკეთესის იმედს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და ის დამოკიდებულება, რაც იყო მანამდე, შეიცვლება განსხვავებული დამოკიდებულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779308362

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს

ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულე...

ირაკლი კობახიძე

1779308313

ახალი ამბები

პრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა

ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურე...

ირაკლი კობახიძე

1779306268

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306142

ახალი ამბები

პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306094

ახალი ამბები

პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...

 ირაკლი კობახიძე