პრემიერი: როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა, ან ვაშაძე, ან ჯაფარიძე, პარლამენტში შემოვიდნენ გახარიები - ან ინტელექტის დონე ნახეთ, ან კეთილსინდისიერების დონე
სუბიექტურად რომ შევხედოთ, ამ სპექტრით საუკეთესო პირობებია შექმნილი მე-11 არჩევნების მოსაგებად 2028 წლის 28 ოქტომბერს. ეს არის იდეალური, როცა შენი ოპონენტი არის გვარამია, როცა შენი ოპონენტია ზურა ჯაფარიძე, თინა ბოკუჩავა და ასეთი დეგრადირებული ადამიანები, რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის საუკეთესო ფონია შექმნილი არჩევნების მარტივად მოსაგებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა და ქვეყნის ინტერესებშია, რომ გვარამია არ იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
„როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანაში, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა, ან ვაშაძე, ან ჯაფარიძე. ესენი როგორ შეიძლება იყვნენ ოპოზიციის ლიდერები. პარლამენტში შემოვიდნენ გახარიები - ეს პარტია. ან ინტელექტის დონე ნახეთ, ან კეთილსინდისიერების დონე, როგორ შეიძლება, ასეთ ხალხს ერქვას ოპოზიცია საქართველოში - მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ქვეყანაში. ასეთ ხალხს, ინტელექტისგან და კეთილსინდისიერებისგან სრულად დაცლილ ხალხს არ შეიძლება, ერქვას ოპოზიცია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ მდგომარეობის შეცვლაზე, გაჯანსაღებაზე. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ყველაზე ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მივმართეთ შესაბამისი სარჩელით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1779308362
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს
ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულე...
1779308313
ახალი ამბებიპრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა
ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურე...
1779306268
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი
პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...
1779306142
ახალი ამბებიპრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...
1779306094
ახალი ამბებიპრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა
ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...































