ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე: კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმუი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და სჭარბობს ემოციები.
„ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც, იმიტომ, რომ სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სჭარბობს ხოლმე ემოციები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისთვის ვერ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ. შეუძლებელია ბავშვის მშობელი გაამტყუნო თუნდაც ჭარბი ემოციებისთვის, როდესაც საუბრობენ ასეთ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რაციონალური მსჯელობის გაგრძელება ამ საკითხზე. ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელიც მთავრობამ კონკრეტული ფორმით გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 30 მილიონი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ისეთ რამეში, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ იოლი გამოსავალი ენახა მთავრობას, არ მიეღო ზედმეტი პიარული ტვირთი საკუთარ თავზე, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადასახადის გადამხდელს დაუჯდა 30 მილიონი ლარი. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იქნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიღებული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჯანსაღი დისკუსია ამ თემაზე. ჩვენ მზად ვართ საპატრიარქოსთანაც მსჯელობისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო იქნება სრულად ჩართული დისკუსიებში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ მიღებული იქნას რაციონალური გადაწყვეტილება. მე ასევე საზოგადოებას ვთხოვდი, რომ მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს ამ საკითხს. მარტივი მესიჯია, რომ ბავშვს უნდა წამალი და მივცეთ წამალი. როგორც კი კითხვა დავუსვი კონკრეტულ ადამიანს, იცით თუ არა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი იწვევს განკურნებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, ეტლში ჩაჯდომის გადავადებას და ა.შ. არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, იქნებ მართლა ვცდებით, იქნებ არ ვცდებით, მაგრამ როდესაც მოქალაქე გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ მანამდე ჩაუღრმავდნენ თითოეულ დეტალს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული დისკუსიის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ ყველამ ერთად რაციონალური გადაწყვეტილებები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისგან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი და სადაც ჭარბი ემოციებიც კი შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ, მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა“, - განაცხადა პრემიერმა.
1779308362
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს
ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულე...
1779308313
ახალი ამბებიპრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა
ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურე...
1779306268
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი
პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...
1779306142
ახალი ამბებიპრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...
1779306094
ახალი ამბებიპრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა
ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...































