ირაკლი კობახიძე: 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილის აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საზღვარგარეთ, მათ შორის, საელჩოებში.

„არის ძალიან ფართო სპექტრი ღონისძიებებისა, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ექსპედიციები და ა.შ. ჩართული იქნება მოსახლეობის ყველა ფენა, ყველა თაობის წარმომადგენლები იქნებიან ამ ყველაფერში ჩართულები. რა თქმა უნდა, კომისიის სხდომაზე უკვე შევჯერდით, პრაქტიკულად, საბოლოო გეგმაზე და ამ დეტალურ გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას. კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი საზღვარგარეთ, მათ შორის, ჩვენს საელჩოებში, ემიგრაციაც იქნება აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, ამისათვის დაგეგმილია სასულიერო პირების ვიზიტებიც საზღვარგარეთ. ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779308362

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს

ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულე...

ირაკლი კობახიძე

1779308313

ახალი ამბები

პრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა

ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურე...

ირაკლი კობახიძე

1779306268

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306142

ახალი ამბები

პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306094

ახალი ამბები

პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...

 ირაკლი კობახიძე