ვარლამ ლიპარტელიანი: მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში
„მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩია. მინდა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამებრძოლს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ“, - ამის შესახებ ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.
ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ახალგაზრდა საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს და შეძლებს, მიზანზე კონცენტრირდეს.
ის მოუთმენლად ელის ნიჭიერ, განათლებულ, მიზანდასახულ, ნამდვილ ქართველ პატრიოტ ახალგაზრდებთან შეხვედრას, იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეუწყოს.
„კარგად მესმის, რომ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მოაზროვნე, ჯანსაღ, უკეთეს ხვალინდელ დღეზე კონცენტრირებულ ახალგაზრდა თაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებ, რომ ქვეყნის მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. არავისთვის არის უცხო, რომ საკმაოდ დიდ წარმატებებს ახალგაზრდული ასაკიდან მივაღწიე და ჩვენი ქვეყნის დროშა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ავაფრიალე.
გამარჯვებულის რანგში საკუთარი სამშობლოს ჰიმნის მოსმენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, როდესაც მხოლოდ საკუთარი შრომითა და ნიჭით აღწევს ისეთ გამარჯვებას, რომელიც არა მხოლოდ მისი ინდივიდუალური, არამედ საქვეყნო წარმატებაა. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან ხელშეწყობას ენიჭება.
აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ახალგაზრდა საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს და შეძლებს, მიზანზე კონცენტრირდეს. სწორედ ამიტომ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ჩავუდექი სათავეში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა, უზომოდ გახარებული ვარ, რადგან ნიჭიერ, განათლებულ, მიზანდასახულ, ნამდვილ ქართველ პატრიოტ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გამიჩნდა.
მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით თითოეულ მათგანთან შეხვედრას, იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“, - წერს ვარლამ ლიპარტელიანი.
1766844443
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ამბობს, რომ ორგანიზებას ახდენდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა, გამოძიებამ ხელის გულზე დადო ყველაფერი, წუთების და წამების სიზუსტით
„ამბობს, რომ ორგანიზებას უკეთებდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდ...
1766843401
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში თავად მონაწილეობას არ იღებდა: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
„სუფთა „პრევენტიულად“ ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს „ჩაუშვებს“ - ახალაია აქაც „პრევენტიულად“ იშვერს ხელს გ...
1766837054
ახალი ამბები4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვ...
1766836549
ახალი ამბებითამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს
„მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხ...
1766834181
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....































