ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელა.

სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მეზობელ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და თურქეთის სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, თავდაცვის სფეროში სამმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა,

საერთო მიზნებისა და რეგიონული სტაბილურობის მისაღწევად, მტკიცე საფუძველს ქმნის. მან კოლეგებს არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და განვითარების პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. მხარეებმა, ამ ფონზე, ქვეყნებს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, სამმხრივ მინისტერიალამდე, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში - „ქიზილქაია“, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნო და საერთაშორისო სწავლება Power of Unity 2026 -ის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790930179

ახალი ამბები

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭ...

გია აბაშიძე

1790929656

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე - ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში

„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედი...

მიხეილ სარჯველაძე

1790929602

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა

„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკა...

დავით ჩიხელიძე

1790929498

ახალი ამბები

პატრიარქი შიო მესამე: თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები

„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლეს...

შიო მესამე:

1790928409

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...

შალვა პაპუაშვილი