საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა და საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

პრეზიდენტმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული მემკვიდრეობის როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.

„ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, არამედ განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ტრადიციების მშვიდობიანი თანაარსებობის გამოცდილებას ქმნიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვა კულტურებისადმი ღიაობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითმყოფადობა შეინარჩუნა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული ღირებულებითი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სულიერი და ეროვნული საყრდენების შენარჩუნება, რომლებმაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში დაიცვა და გააძლიერა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790929602

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა

„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკა...

დავით ჩიხელიძე

1790929498

ახალი ამბები

პატრიარქი შიო მესამე: თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები

„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლეს...

შიო მესამე:

1790928409

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...

შალვა პაპუაშვილი

1790928264

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც

„თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა,...

შალვა პაპუაშვილი

1790927787

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს...

ზაალ ანჯაფარიძე