ნიკოლოზ მეტრეველი მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელზე: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული - ეს ციფრები კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე
„მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია. წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხმაურისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი განწყობის შეფასება გაზომვადი მონაცემებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევაში მთავრობისადმი ნდობის 54.1%-იანი მაჩვენებელი და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია. გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი 54.1%-ს აღწევს და საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ ხშირად იქმნება სრულიად განსხვავებული საინფორმაციო სურათი. თუმცა, როდესაც საერთაშორისო კვლევაში საქართველო მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის ხვდება, ამ ფაქტის უბრალოდ გაქრობა ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით გადაწერა შეუძლებელია. გავიმეორებ: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული. ეს ციფრები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
1790930179
ახალი ამბებიგია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭ...
1790929656
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე - ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედი...
1790929602
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა
„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკა...
1790929498
ახალი ამბებიპატრიარქი შიო მესამე: თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები
„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლეს...
1790928409
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...































