თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს
„მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს, რაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციისა და დესტაბილიზაციის რისკს მკვეთრად ამცირებს“,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
მეგრელიშვილის შეფასებით, საქართველოს მკვეთრი წინსვლა ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის როლს საერთაშორისო ასპარეზზე.
„ახალი რეკორდი - 100%-იანი შეფასების სისტემით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის ინდექსმა უპრეცედენტო 54.1% შეადგინა. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველოს მკვეთრი წინსვლა აქვს ევროპაში. მან გადაასწრო წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (როდესაც რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებდა) და დღეს უკვე კონტინენტის მოწინავე ლიდერების ხუთეულშია. მონაცემები ეყრდნობა 50-წლიანი ისტორიის მქონე „ევრობარომეტრს“, რომელიც, როგორც ნახევარსაუკუნოვანი სისტემა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ყველაზე ავტორიტეტულ და ურყევ გარანტად ითვლება კონტინენტზე. მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს, რაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციისა და დესტაბილიზაციის რისკს მკვეთრად ამცირებს. ეს პოზიცია მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპის საუკეთესო ხუთეულში შესვლა პოლიტიკურ ელიტას აძლევს მტკიცე არგუმენტს, რომ ქვეყანა წარმატებით ახორციელებს მმართველობით რეფორმებს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია დასავლელი პარტნიორებისა და პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის. ევროპის მოწინავე ხუთეულში ყოფნა აბათილებს იმ კრიტიკას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას ან პოლიტიკურ პოლარიზაციას ეხება. ეს მონაცემები არის „ვერიფიკაციის მანდატი“, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მმართველის გუნდის პოლიტიკურმა კურსმა გაიარა ობიექტური, გარე გადამოწმება (ვერიფიკაცია) ევროპული ინსტიტუტების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ ეს ლეგიტიმაცია ეფუძნება არა შიდა პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიას“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
1790930226
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში
„ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე აფიქსირებს, რომ...
1790930179
ახალი ამბებიგია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭ...
1790929656
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე - ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედი...
1790929602
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა
„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკა...
1790929498
ახალი ამბებიპატრიარქი შიო მესამე: თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები
„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლეს...































