ირაკლი კირცხალია: ბრიუსელში კარგად იციან, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც გათვითცნობიერებული გვაქვს, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს ვიცავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა

ძალიან კარგად იციან მათაც, ბრიუსელში და იცოდნენ წლების წინ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული სად ვართ, სად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს ვიცავთ და როდის, ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დიპლომატიურ პასპორტში ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, რომელმაც ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

როგორც კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, „ბრიუსელი, თავისი ჭკუით, სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს“ მათი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება მოულოდნელი არ იყო და ბრიუსელის ბიუროკრატიის ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის არაფერს წყვეტს.

„ეს არის იმ ბიუროკრატიის, იმ ბინძური მანქანის ბინძური მექანიზმის ამოქმედება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. ეს არაფერს წყვეტს ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვამხელთ – იმ არარჩეულ ბიუროკრატიას, იმ ბინძურ მანქანას, რომელიც ინერციით თუ გაორმაგებული ძალით მუშაობს, მას შემდეგ რაც აშშ-დან მთავარი დონორები გადაიკეტა და შტატებიდან დაფინანსებები ძალიან შემცირდა. ვხედავთ, როგორი გამძვინვარებით მოქმედებს ბიუროკრატიის ეს დიდი მანქანა ევროკავშირში და კერძოდ, ბრიუსელში. ასე რომ, მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მეტყველებს მათ არასწორ პოლიტიკაზე, რაზეც შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ.

ვხედავთ, რაც ხდება და არაერთხელ გვითქვამს, წლების, თვეების წინ, რომ მოვა დრო და დავინახავთ, მათსავე ქვეყნებში საღი აზრი გამოჩნდება და ხალხი ხმას აიმაღლებს“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას საქარველოს წინააღმდეგ „ეს ერთადერთი ტყვია დარჩა სადამსჯელო მექანიზმად“.

„თითოეული ეს გასროლილი ბინძური ტყვია, მეტყველებს მხოლოდ მათზე. იყო მუქარა საზოგადოებისთვის, რომ ყველას შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა – გავიმეორებ, რასაც ვამბობდით ყოველთვის, რომ არანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი ამის არ არსებობს და ერთადერთი ეს ტყვია აქვთ დარჩენილი. იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად, რაც განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ ატრიალეს, როდესაც ვერ მიიღეს დაქვემდებარებული და დამონებული ხელისუფლება, როცა ვერ გაუშალეს სხვა დამონებული ხელისუფლებასავით წითელი ხალიჩები ბრიუსელში და სხვადასხვა ქვეყნებში, ამის შემდეგ ატყდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მთელი ეს ამბავი – ეს ბოლო ტყვია დარჩათ ჩვენი საზოგადოების სადამსჯელო მექანიზმად.

ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თავი არავისთვის დაუხრია ისტორიულად და დამერწმუნეთ, ბრიუსელს მით უმეტეს არ დაუხრის, ბრიუსელს – რომელიც სრულიად გაშიშვლდა, იმ თავის სიბინძურეში, რაშიც თავის წევრ ქვეყნებს მართავს თავხედურად და აზის თავზე“, - განაცხადა კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770878532

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ბრალდებით 1 პირი დააკავა

1770877984

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დაკავებუ...

დაკავებადაკავება

1770877282

ახალი ამბები

პაპუაშვილი: საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი, ამ სიმართლეს ვინც თვალს უსწორებს, ქვეყანას იცავს

„ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმარ...

შალვა პაპუაშვილი

1770874076

მსოფლიო

dailymail: კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან...

 18 წლის ტრანსგენდერი

1770873270

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც გაჟღერდა ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები, სადაც არის მთელი ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლებშიც მათ სდებენ ბრალს, ბუნებრივია, მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ კომისიის აქტი...

დავით მათიკაშვილი