პაპუაშვილი: საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი, ამ სიმართლეს ვინც თვალს უსწორებს, ქვეყანას იცავს

„ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას აზიარებს.

„ცნობისთვის, საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 3500 კილომეტრია, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე კი 500 მეტრი.

ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვაყენებს ჩვენ და საფრანგეთს. ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის.

ვინც ისტორია იცის და მის გაკვეთილებზე თვალს არ ხუჭავს, ყველამ იცოდა, რომ ფსევდოღირებულებით ზღაპრებს ასეთი დასასრული ექნებოდა. ეს ცხადი იყო 2022 წელსაც.

ამგვარი დაპირისპირებები კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, დასრულებულა, ქვეყნები მორიგებულან, ცხოვრება გაგრძელებულა. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, მეოცეშიც, ბევრად ადრეც. ძალთა ბალანსის რყევა, ცვლილება და ახლებურად ჩამოყალიბება დიდი სახელმწიფოების ბუნებაა. მათი შეხების წერტილებში მომხდარი ნგრევა და მსხვერპლი კი პატარა სახელმწიფოების ხვედრი.

2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით.

სწორედ აქ გაივლო ზღვარი უსამშობლოებსა და პატრიოტებს შორის. პირველებმა სხვისი დროშა და ჰიმნი თავისად აქციეს; ჯერ თვითონ დაიჯერეს, შემდეგ კი სხვებს არწმუნებდნენ, რომ ბომბების წვიმა სჯობს მშვიდობის სირცხვილს; რომ ეს ჩვენი ბრძოლაა, ჩვენი ვალია, რომ მსხვერპლობა გვმართებს დიადი მომავლისთვის; რომ ომი მშვიდობაა და მზე დასავლეთიდან ამოდის. ამ დროშის ქვეშ აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე.

ჩვენ კი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია.

გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770878532

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ბრალდებით 1 პირი დააკავა

1770877984

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დაკავებუ...

დაკავებადაკავება

1770877367

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბრიუსელში კარგად იციან, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც გათვითცნობიერებული გვაქვს, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს ვიცავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა

ძალიან კარგად იციან მათაც, ბრიუსელში და იცოდნენ წლების წინ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული სად ვართ, სად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს...

ირაკლი კირცხალია

1770874076

მსოფლიო

dailymail: კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან...

 18 წლის ტრანსგენდერი

1770873270

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც გაჟღერდა ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები, სადაც არის მთელი ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლებშიც მათ სდებენ ბრალს, ბუნებრივია, მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ კომისიის აქტი...

დავით მათიკაშვილი