თენგიზ შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაურება.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან არასერიოზული ბრიფინგი გამოუვიდათ, არც ერთი სენატორი და კონგრესმენი არ ესწრებოდა ამ სხდომას და ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას. მან „სოროსის ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები დაასახელა და გადააჭარბა მარტა კოსს. კოსი ზოგადად მაინც საუბრობდა და ეს კი კონკრეტულად ამბობს, რომელიც ორგანიზაციები აპირებენ ამის გაკეთებას”, - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ცნობილია, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა ჰელსნკის კომისიის გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770883259

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა...

საქართველოს პრეზიდენტი

1770881496

ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა. მას ციხესთან თანაგუნდელები დახვდნენ.

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

1770879953

ახალი ამბები

LIVE: პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს

ხორვატიის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოშია. ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება.  

პრეზიდენტის სასახლეში

1770879531

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავ...

 დაკავებულია ერთი პირი

1770879057

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე: თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს

ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავ...

ირაკლი კირცხალია