ირაკლი კირცხალია დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე: თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს
ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
მისივე თქმით, ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, დადგა დღე, როდესაც ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
„ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, დადგა დღე, როდესაც „ევრობიუროკრატიებმა“, რეალურად კი მათ უკან მდგარმა „დიფ სთეითმა“, „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტეს და არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
საინტერესოა, რომ გასული წლის 27 იანვარს ევროკავშირმა დაახლოებით იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა, უკვე მიიღო. მაშინ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიეცათ უფლება, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები ინდივიდუალურად დაეწესებინათ, რაც 13 სახელმწიფომ გააკეთა კიდეც. დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, შესაბამისად, ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული.
აბსურდულობის კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ, მაგალითად, თუკი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის ერთხელ უკვე შეჩერებამ ვერ იქონია გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები რატომ ფიქრობენ, რომ მეორედ ამის გაკეთება ან, მაგალითად, დანიაში იგივე მექანიზმის ამოქმედება გარდამტეხი იქნება?
შესაძლოა, ასე არც ფიქრობენ, თუმცა სვლები, რომელთა გაკეთებაც მათ შეუძლიათ, მინიმალური რაოდენობისაა და თან, ერთი მეორეზე აბსურდულია.
გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. იმაზე, რომ ევროპა ძალიან რთულ ღირებულებით კრიზისშია, უკონტროლო მიგრაციასა და თავსმოხვეულ აბსურდულ იდეოლოგიას ვერ უმკლავდება, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის შეფასებებიც კმარა. სწორედ დასუსტებული ევროპისა და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება, თუმცა გონივრული პოლიტიკისა და სწორი მანევრირების პირობებში, ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო გუნდს გასაღები ვერ მოუძებნა, საბოლოოდ კი ისეთი სულელური სვლების გაკეთების შესაძლებლობა დარჩათ, როგორიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. შეგახსენებთ, რომ დიპლომატის რანგის მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარტივებულად, უვიზოდ გადაადგილდებიან, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ „დიფ სთეითმა“ საერთაშორისო ხელშეკრულებები და ელემენტარული ლოგიკა არაფრად ჩააგდო მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რომლის გავლენაც „ქართულ ოცნებაზე“ ნულოვანია. ამაზე სულელური და კომიკური რა უნდა იყოს?
ეს ყველაფერი კი ერთადერთ რამეზე მეტყველებს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარმატებულად „ითამაშა“, „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი წინასწარ გათვალა, პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ამიტომ, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის თემით მანიპულირება გაგრძელდეს, ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ“, - წერს კირცხალია.
1770878769
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჰელსინკის კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს აფასებს. იგი კომისიის წევრების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე ამახვილებს ყურადღებას. „ამ კომისიის ძალი...
1770878532
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1770877984
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დაკავებუ...
1770877367
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბრიუსელში კარგად იციან, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც გათვითცნობიერებული გვაქვს, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს ვიცავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა
ძალიან კარგად იციან მათაც, ბრიუსელში და იცოდნენ წლების წინ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომლებსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული სად ვართ, სად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის რა ინტერესებს...
1770877282
ახალი ამბებიპაპუაშვილი: საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი, ამ სიმართლეს ვინც თვალს უსწორებს, ქვეყანას იცავს
„ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმარ...































