ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება

„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას. აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე სივრცე და გარემო. ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პედაგოგებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თქვენს საქმიანობასა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის წარმატება. თქვენ ღირსეულად ემსახურებით ამ საქმეს. ღირსეულ თაობას უზრდით ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის გახსნას და ყველას, განსაკუთრებით, მოსწავლეებს, გისურვებთ დიდ წარმატებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789721107

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი აყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში, მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში, მიზანი არის სწორედ ის, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში

„მისი გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ - მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ...

შალვა პაპუაშვილი

1789720197

მსოფლიო

პირველად 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს

მეცნიერებმა პირველად 100 წლის განმავლობაში კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა National Geographic იუწყება. კატის ჯიშის სახელწოდებაა Leopardus tilcayo. მისი ტანი კოპლებით არის დაფარული....

კატის ახალი ჯიში

1789719009

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად, ასე მიატოვეს სააკაშვილიც, ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი

„ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმარ...

შალვა პაპუაშვილი

1789718543

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ

„საქართველო გამზადებული იყო, რომ მეორე ფრონტის როლი ეთამაშა და ევროკავშირის დაცვისთვის ხარჯთეფექტური ყოფილიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...

 შალვა პაპუაშვილი

1789716997

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვ...

შალვა პაპუაშვილი