შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა

„რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას და ასე შემდეგ, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა, მათ შორის, განსაკუთრებით როცა შეიძლება, ოპოზიციის მხრიდან იყოს კანონპროექტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრების მიერ „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერას კენჭისყრისას.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში სულ 2-3 საკითხი აქვს კენჭისყრაზე გატანილი.

„რაც პარლამენტში არიან, გახარიას პარტიას ვგულისხმობ, მგონი სულ 2-3 საკითხი იყო კენჭისყრაზე გამოტანილი და ხშირად არ ხდება, რომ მათი კანონპროექტები არის [კენჭისყრაზე გატანილი].

ასეთი რაღაცები ხდება და პირველად არ მომხდარა. უბრალოდ, ახლა გახარიას ფანტაზიორობის მსხვერპლი ხართ თქვენ იმიტომ, რომ გახარია და ხაზარაძე შეთანხმდნენ, რომ სამი დღე უნდა ილაპარაკონ ამ ფანტაზიორობაზე.

შეიძლება, უყურადღებობა იყოს - იყო კანონპროექტები, რომლებიც იყო ინიციირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, შემდეგ იყო მათი კანონპროექტი და შემდეგ ისევ მოდიოდა ჩვენი კანონპროექტები, ანუ შუაში იყო მათი კანონპროექტი და შეიძლება, იქ ადამიანმა ყურადღება ვერ მიაქციო, კონკრეტულად რომლის კენჭისყრა ხდება. სხვათა შორის, მე ვაფრთხილებ კიდეც, რომ ყურადღება მიაქციონ და შეცდომით არ მოხდეს [ხმის მიცემა], მაგრამ ყოველთვის ყურადღება რა არის ხოლმე დარბაზში. ასე რომ ასეთი რაღაცები ხდება, ოპოზიციასაც ეშლება, უმრავლესობასაც შეიძლება, შეეშალოს, უყურადღებობა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის განხილვისას გახარიას პარტიის წარმომადგენლებს წითელ ღილაკზე ხელი არ დაუჭერიათ.

„წინააღმდეგს“ რატომ არ დააჭირესო. ჩვენ მეორე დღეს ავირჩიეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი და მათ წითელ ღილაკს არ დააჭირეს ანუ ჩვენ დავასკვნათ ახლა, რომ გახარიას პარტიამ მხარი დაუჭირა ამ კანდიდატურას? ამ ადამიანების მთელი პრობლემა ის არის, რომ ფანტაზიორობენ. ვხედავთ, რომ გახარიას პარტიისა და ხაზარაძის ტელევიზიის გარდა ამ საკითხით არავინაა დაინტერესებული იმიტომ, რომ აბსოლუტური სისულელეა. იყვნენ ბედნიერები და თქვან, მხარი დაგვიჭირესო - „ქართულმა ოცნებამაც“, „ხალხის ძალამაც“.

რაც შეეხება შეფასებას, კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი ნაწილია ფრაქციების გამოსვლა, „ქართული ოცნების“ სახელით გამოვიდა არჩილ გორდულაძე პროექტის განხილვის შემდეგ და მიწასთან გაასწორა ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789721107

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი აყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში, მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში, მიზანი არის სწორედ ის, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში

„მისი გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ - მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ...

შალვა პაპუაშვილი

1789720197

მსოფლიო

პირველად 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს

მეცნიერებმა პირველად 100 წლის განმავლობაში კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა National Geographic იუწყება. კატის ჯიშის სახელწოდებაა Leopardus tilcayo. მისი ტანი კოპლებით არის დაფარული....

კატის ახალი ჯიში

1789719009

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად, ასე მიატოვეს სააკაშვილიც, ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი

„ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმარ...

შალვა პაპუაშვილი

1789718543

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ

„საქართველო გამზადებული იყო, რომ მეორე ფრონტის როლი ეთამაშა და ევროკავშირის დაცვისთვის ხარჯთეფექტური ყოფილიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...

 შალვა პაპუაშვილი

1789716997

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვ...

შალვა პაპუაშვილი