ირაკლი კობახიძე: გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას

 „გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, 2026-2035 წლების ჩათვლით გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს ლაკონიური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები.

„მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761911011

ახალი ამბები

პრემიერი: ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყნის ღალატია

 როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზ...

ირაკლი კობახიძე

1761908025

ახალი ამბები

„მომდევნო ოთხი წელი ჩვენი დედაქალაქისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება“ - კახა კალაძემ ახლად მოწვეული საკრებულოს წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ახლად მოწვეული საკრებულოს წევრებს, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე, მომავალი ოთხი წლის გეგმები გააცნო. კახა კალაძემ საკრებულოს თითოეულ წევრს და მის თავმჯ...

კახა კალაძე

1761905330

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ გერმანიის ელჩის შეხვედრები არ ემსახურებოდა საქართველოსთვის კეთილ მიზნებს

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ კითხვები შეხვედრებთან დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმურია. „სწორედ იმიტომ, რომ იყო კითხვის ნიშნები, გერმანიის ელჩი ხელს უწყობდა...

ლევან მახაშვილი

1761901770

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის

 „არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაშიკორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობისსაქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობისყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერიადამიანისთვის“, - ამის შესახებ საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1761899427

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 8...

მთავრობა