პრემიერი: ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყნის ღალატია

 როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქვეყნის ღალატი.

„მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად 2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული ჩვენი ქვეყნისთვის. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, იყო პირდაპირი მოწოდებები, მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს. როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი და საბედნიეროდ, არა საომარი ფრონტი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, არ ვასახელებ გვარებს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება.

გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს ქვეყნის ღალატია. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა უფრო უხეში შეფასებებით გამომივიდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761922478

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...

კონსტანტინე ზარნაძე

1761921508

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ბიზნესი

1761919549

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: აუცილებელია, სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება

„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუ...

გივი მიქანაძე

1761918558

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით

„ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვის შესახებ ინიციატივა ემსახურება კიდევ უფრო ეფექტიან ბრძოლას და კონტროლს კორუფციასთან მიმართებით, ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა ექნება“, - ამის შესახებ საპ...

ირაკლი კირცხალი

1761917897

ახალი ამბები

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის...

პროკურატურაა