საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.განკარგულების თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.

პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.

კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ.

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს.განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761917897

ახალი ამბები

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის...

პროკურატურაა

1761916481

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ალავერდის მონასტერში შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალავერდის მონასტერში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიხეილ ყაველაშვილს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმა...

საქართველოს პრეზიდენტი

1761915594

ახალი ამბები

დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

 თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს...

დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

1761911011

ახალი ამბები

პრემიერი: ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყნის ღალატია

 როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზ...

ირაკლი კობახიძე

1761908025

ახალი ამბები

„მომდევნო ოთხი წელი ჩვენი დედაქალაქისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება“ - კახა კალაძემ ახლად მოწვეული საკრებულოს წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ახლად მოწვეული საკრებულოს წევრებს, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე, მომავალი ოთხი წლის გეგმები გააცნო. კახა კალაძემ საკრებულოს თითოეულ წევრს და მის თავმჯ...

კახა კალაძე