ირაკლი კობახიძე: მძიმედ არის დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე

 „რა თქმა უნდა, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ იგივე მედიის მიმართ. ეს არის ჩვეულებრივად „ნაცის“ სახე“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების მხრიდან „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს.

„გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. იგივე ხელწერით მოქმედებენ ახალგაზრდა „ნაცებიც“. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც დააზიანა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ახალგაზრდა „ნაციც“ არის ზუსტად ისეთივე „ნაცი“, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში მათი შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყველა მიიღებს ძალიან მკაცრს პასუხს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მძიმედ არის დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი და დამნაშავეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მსუბუქი არ იქნება.

„რაც შეეხება სამართალდამცველებს, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა და ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი“, - განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759600307

ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3 061 უბნიდან 2 233 უბნის მონაცემებია დათვლილი

 საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3 061 უბნიდან 2 233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 72.95%-ს შეადგენს. დათვლილი ხმების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს....

ხმების დათვლა

1759599893

ახალი ამბები

ცესკოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 40.9%-ს შეადგენს

 20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93 პროცენტს შეადგენს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. რო...

ცესკო

1759597655

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

 „მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებაა. გილოცავთ! გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა ჩვენს ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოო გავსწო...

ბიძინა ივანიშვილი

1759597001

ახალი ამბები

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. რაც შეეხება ხმების პროცენტულ...

კახა კალაძ

1759596664

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოვიგეთ, ოთხში დავიწყეთ, ოთხში დავამთავრეთ

 „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, - ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტუ...

ოცნება ქართული