„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებაა. გილოცავთ! გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა ჩვენს ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოო გავსწორდით წელში. აი, ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ უკვე ჩვენს წინაპარს, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ, ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო.
მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნები კატასტროფულად წააგო და პროცესების გადატანას კვლავ ქუჩაში ცდილობს.
„ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა, ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, ალბათ, გეცოდინებათ რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფისკენ და მიაქანებს საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი - აი ეს გახლავთ, სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, ერების ერთმანეთში აღრევა -ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.
მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ რამეს: ყველაზე ნიჭიერება ქართველი ერის ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ ედგა და ზურგს უმაგრებდა. ყველას გვეგონა, რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“ - არაფერ შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უკან დგას ძალიან დიდი, ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. მე არ მინდა, რომ კონკრეტულობაზე გადავიდე, აქ გავჩერდები.
უნიჭიერესი ერი ვართ, უნიჭიერესი ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალა, ჩვენ ჩვენი ერთობით გავისტუმრეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს.
დღეს, გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ, ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას, ასე უნდა ვიყოთ! მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ - დღესაც ვადევნებთ თვალყურს, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ, ქუჩიდან რაიმე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნეა და ნახეთ რამდენნი არიან, როგორ შეიძლება 80 პროცენტიპარტიას მხარს უჭერდეს და 10 000-მა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? - წარმოუდგენელია.
გილოცავთ, გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს ქართულ საზოგადოებას!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
1759597001
ახალი ამბებიცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. რაც შეეხება ხმების პროცენტულ...
1759596664
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოვიგეთ, ოთხში დავიწყეთ, ოთხში დავამთავრეთ
„ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, - ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტუ...
1759596488
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას
ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას. კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნ...
1759596330
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ
„ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რ...
1759596066
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი - მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში
„მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დრ...