ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს.
აღინიშნა, რომ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ოლი მეჯლისის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
1781941291
ახალი ამბებიპრემიერი: ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება
„ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთ...
1781940975
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯი...
1781940250
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
„მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს გა...
1781939047
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ ტვ ფორმულამ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში
„არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, „ფული აიღეს აი ამ უპასუ...
1781938585
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყან...































