მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთში განხორციელებული ვიზიტი შეაფასა

 საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა.

მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„საქართველოდან პირველად განხორციელდა ტაჯიკეთში მაღალი დონის ვიზიტი. უმაღლეს დონეზე ჩატარდა შეხვედრები ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებებს, რაც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომ ქვეყნებს შორის განვითარდეს ურთიერთობები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით ტაჯიკეთის მხარის დაინტერესებასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კომისიის ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.

„ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. მათი ინტერესი, რა თქმა უნდა არის, საქართველოს გავლით მოხდეს ტაჯიკური ტვირთების გადაზიდვა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები იყოს განხილული ინსტიტუციურად, ეკონომიკური კომისიის ფარგლებში“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781941291

ახალი ამბები

პრემიერი: ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება

„ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთ...

ირაკლი კობახიძე

1781940975

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯი...

ირაკლი კობახიძე

1781940250

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით

„მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს გა...

ირაკლი კობახიძე

1781939047

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ ტვ ფორმულამ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში

„არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, „ფული აიღეს აი ამ უპასუ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1781938585

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყან...

გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა