ირაკლი კობახიძე: თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს, ასეთია რეალობა

„თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს, ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება.

„2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ და შეფასებამ საზოგადოებაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია. განსაკუთრებით საყურადღებო იყო მცდელობები, 2008 წლის მოვლენების შეფასებასთან ერთად, ერეკლე მეორის ისტორიული გადაწყვეტილებებიც დღევანდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციებიდან განხილულიყო. სწორედ ამ განცხადებებისა და მათ ირგვლივ განვითარებული დისკუსიის ფონზე მიმაჩნია აუცილებლად, ისტორიული და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინტერესებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბედს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს. 

დავიწყოთ იმით, რომ როგორც დასაბამიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ, ისე დღესაც, თითოეული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს. სწორედ ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად. სახელმწიფოები ცდილობენ, ერთმანეთთან ურთიერთობები საკუთარი ინტერესების გასატარებლად და გასაძლიერებლად გამოიყენონ. ზოგჯერ ეს თანამშრომლობის ფორმით ხდება, ზოგჯერ კი იძულებით - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გავლენის მეშვეობით. 

ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ფორმულა გამონაკლისების გარეშე, რომელიც სახელმწიფოთა არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გვინდა ეს თუ არა, ამ რეალობას უნდა შევეგუოთ და საერთაშორისო პოლიტიკას ილუზიების გარეშე შევხედოთ, რადგან სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787039145

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ

„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...

ირაკლი კობახიძე

1787039088

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...

ირაკლი კობახიძე

1787038910

ახალი ამბები

პრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე

„2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე“, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1787038872

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვ...

ირაკლი კობახიძე

1787038779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს

„როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი...

ირაკლი კობახიძე