ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეჩერების ნაბიჯს არ გადადგამს ევროკავშირი, რადგან ამ სიკეთით სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა და გაჩნდება კითხვები, რაც ევროკავშირის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს

 ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეჩერების ნაბიჯს არ გადადგამს ევროკავშირი, რადგან ამ სიკეთით სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა და გაჩნდება კითხვები, რაც ევროკავშირის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE" ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გარკვეულ თვეებზე გაწერილი პროცესი.

„შეწყვეტას სჭირდება აბსოლუტური კონსენსუსი, 27 ქვეყნის თანხმობა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის ქვეყნები, რომლებიც ამას არ დათანხმებიან, მაგალითად, უნგრეთი. თუმცა, გარკვეული ვადით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას უნდა უმრავლესობის თანხმობა, 65% უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეჩერების ნაბიჯს არ გადადგამს ევროკავშირი, იმიტომ, რომ ამ სიკეთით საქართველოს გარდა სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა. ვინაიდან, ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ მიგვიცია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის და ამის მიხედვით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ერთ ქვეყანას შეიძლება შეუჩერონ დროებით ვიზალიბერალიზაცია, მაშინ იმ 60 ქვეყანასაც გაუჩნდება შეკითხვები და ძალიან სერიოზულად ზიანდება ევროკავშირის რეპუტაცია და ნდობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევას შანტაჟად მიიჩნევს. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ დაამთხვიეს თარიღად აგვისტოს თვე, რადგან არჩევნებამდე სექტემბერი საქართველოში ყველაზე „ცხელი“ თვე იქნება.

„ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ხდება ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. კალენდრის მიხედვითაც ზუსტად ასეა დამთხვეული ყველაფერი“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატის განმარტებით, როდესაც ევრობიუროკრატები დარწმუნდებიან, რომ შანტაჟით ვერ არევენ იმგვარად, რომ რევოლუცია გამოიწვიონ, ეს ყველაფერი გადაივლის მშვიდობიანად და ოქტომბრამდე ისე მივა ქვეყანა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756746053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

 „1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1756744081

ახალი ამბები

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

 „წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტ...

კახა კალაძე

1756741948

ახალი ამბები

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

 „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხად...

პოლიტიკოსი

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756738470

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...

დავით მათიკაშვილი