შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: როდესაც მიზანი არის პოლიტიკური ზეწოლა, იარაღად შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს გამოყენებული, ვნახეთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსი იარაღად

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს.

მისივე თქმით, ბრიუსელმა კანდიდატის სტატუსიც მსგავსი ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენა.

„როცა არ უნდა ადამიანს, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს, - როდესაც მიზანი არის პოლიტიკური ზეწოლა, იქ იარაღად შეიძლება სხვადასხვა რამე იყოს გამოყენებული. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსი იარაღად. 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ვერავინ ვერ ახსნა რატომ. იმავე წლის ოქტომბერში ანგარიში დადო კომისიამ, სადაც ვიყავით ლიდერი მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, თუმცა ჩვენ იქამდე არ გვქონდა. რატომ არ მოგვცეს? პასუხი იყო მარტივი - ეს იყო ზეწოლის ინსტრუმენტი, რომ საქართველო წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, არანაირი სხვა ფორმალური მიზეზი არ არსებობდა.

შემდეგ, [იგივე მოხდა] მოლაპარაკებებზე, ასე ხდება ინსტრუმენტირება. ამიტომ ვამბობთ, რომ ბრიუსელი სცილდება ევროკავშირის ღირებულებებს და იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელზეც აწყობილია ევროკავშირი და ბრიუსელიდან არის მცდელობა, რომ ეს ინსტრუმენტები რახან არის, გამოიყენონ ზეწოლისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756746053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

 „1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1756744081

ახალი ამბები

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

 „წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტ...

კახა კალაძე

1756741948

ახალი ამბები

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

 „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხად...

პოლიტიკოსი

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756738470

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...

დავით მათიკაშვილი