კახა კალაძე: ბოლო იარაღი, რითაც ქართველ ხალხს ემუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქაც დამარცხდებიან

 თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, არ არსებობს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ჩვენ თუ ამას სამართლებრივად შევხედავთ და მივყვებით, როგორც არის „ასოცირების ხელშეკრულებაში“ გაწერილი, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღის წესრიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ცრუ განცხადებებს, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუნდაც, მაგალითად, გამჭვირვალობა რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები. ხომ იცით, „ძალა აღმართს ხნავსო“, ეს დამოკიდებულება აქვთ, უნდათ, რომ ქართველი ხალხი დაჩაგრონ.

ჩვენ გვქონდა შანტაჟის, მუქარის შემთხვევებიკანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მაგრამ ჩაუვარდათ. შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა, აქაც დამარცხდნენ. ბოლო იარაღი, რაც დარჩენიათ და რითაც ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ისინი აქაც იქნებიან დამარცხებულნი, იმიტომ, რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მხარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756746053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

 „1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1756744081

ახალი ამბები

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

 „წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტ...

კახა კალაძე

1756741948

ახალი ამბები

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

 „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხად...

პოლიტიკოსი

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756738470

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...

დავით მათიკაშვილი