შალვა პაპუაშვილი მდინარაძეზე: მტერმაც და მოყვარემაც იცის, თუ რა ფასი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, თუმცა, ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების გამო, საჭირო იყო ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ ტვირთის აწევას

ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბატონმა ანრი ოხანაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. მან ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთა განცხადება და განმარტა კიდევაც და ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება მისი განცხადება და განმარტებები კიდევ ერთხელ განვმარტო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად მთავრობამ წარადგინა მამუკა მდინარაძე - ადამიანი, რომელიც როგორც პროფესიული ცოდნითა და კვალიფიკაციით, ისე პოლიტიკური ალღოთი, შეძლებს ამ ტვირთის აწევას.

„წარმოშობილი ვაკანსიის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო შერჩეულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას, რეგიონს, მსოფლიოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს, ამ ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებდა და იცით, რომ მთავრობა წარმოადგენს ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას.

რა თქმა უნდა, ის დიდი დანაკლისი იქნება პარლამენტისა და უმრავლესობისთვის. ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც იცის, თუ რა ფასი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, მისი მნიშვნელობა საპარლამენტო უმრავლესობისათვის, საპარლამენტო საქმიანობისთვის, ის ცოდნა-გამოცდილება, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის, რომელიც მას აქვს, როგორც გუნდისთვის, ისე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას და რეგიონს აქვს, უსაფრთხოების მიმართულებით, საჭირო იყო, რომ აქ იყოს ადამიანი, რომელიც როგორც პროფესიული ცოდნითა და კვალიფიკაციით, ისე პოლიტიკური ალღოთი, შეძლებდა ამ ტვირთის აწევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756746053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

 „1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1756744081

ახალი ამბები

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

 „წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტ...

კახა კალაძე

1756741948

ახალი ამბები

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

 „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხად...

პოლიტიკოსი

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756738470

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...

დავით მათიკაშვილი