ირაკლი ქადაგიშვილი: მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, მათივე ობიექტური კვლევის შედეგადაც ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა

„მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და მათივე ობიექტური კვლევის შედეგადაც ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშს, რომლის თანახმად, ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

„არის პოლიტიკური ინტერესი, რომელიც დაკავშირებული იყო სწორედ იმ გეოპოლიტიკურ დიდ ომთან, რომელიც ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს და საქართველო როლი უნდა ყოფილიყო სხვანაირი. ამას არ დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება და ამას მოჰყვა ზეწოლა, რომელიც ამ პოლიტიკური განცხადებებით თუ ქმედებებით ვიხილეთ. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დადებით დასკვნასაც წაუყრუეს ყური. იმედი ჰქონდათ, რომ ფერადი რევოლუციებით შეცვლიდნენ სიტუაციას. მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და მათივე ობიექტური კვლევის შედეგადაც ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755596856

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე

„ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე“, - ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა...

 მეუფე იაკობი

1755592201

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწა...

საქართველოს პრეზიდენტი

1755592086

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებე...

ოქროს საიუველირო ნაკეთობები

1755590429

საზოგადოება

ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ იმართება

ბახმაროში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2025“ იმართება. ღონისძიებაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მონაწილეობს. ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში...

ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ იმართება

1755588499

სპორტი

Geo Team: „ვალენსია“ გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას ისევ ცდილობს

გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. როგორც Geo Team-ი წერს, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათ...

გიორგი ჩაკვეტაძე