მეუფე იაკობი: ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე

„ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე“, - ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფემ ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებზე, სადაც საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე.

„მათი ქვეყნებია, უნდათ მოგვცემენ ვიზას, უნდათ არ მოგვცემენ, ცუდი ისაა, შენიანებს რომ იყენებენ საბაბად, იმათ ექცევი ცუდადო. დემოკრატია ისაა, რომ უმრავლესობის ნებას უნდა დაყვეს უმცირესობა. კეთილი ინებეთ და ჩვენთან ურთიერთობა თუ გინდათ, ჭეშმარიტი ურთიერთობები გქონდეთ და ჩვენც ვიცით დაფასება - რაც კარგია მივიღებთ, რაც ჩვენთან არის კარგი - გაგიზიარებთ. ცუდს არ მივიღებთ არც თქვენგან და არცერთი დამპყრობლისგან არ ვიღებდით.

ჩამოვდივარ? თუ არ შემომიყვან იაფი მუშახელი ვარ, თუ შემოვდივარ როგორც ტურისტი ან მომლოცველი, ფულს ვხარჯავ შენთან. ხომ გაკლდება ეს? მე შენგან რომ ვყიდულობ, 11 მილიარდზე მეტს მიგებ ვაჭრობაში. მეხმარები რამით? წაგება მაქვს შენთან, ამიტომ არ გვინდა იმაზე საუბარი, ვინ - ვის სჭირდება. ყველას ერთმანეთი სჭირდება მსოფლიოში.

ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ერი, მშვიდობა იყოს მსოფლიოში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, გადახედონ როგორ არიან ის ქვეყნები. ჩვენ არ ვართ შურისმაძიებლები. არავის ვურჩევ ჩვენთან დაპირისპირებას. ყველაფერი კარგად იქნება. უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755590429

საზოგადოება

ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ იმართება

ბახმაროში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2025“ იმართება. ღონისძიებაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მონაწილეობს. ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში...

ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ იმართება

1755588499

სპორტი

Geo Team: „ვალენსია“ გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას ისევ ცდილობს

გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. როგორც Geo Team-ი წერს, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1755587414

ახალი ამბები

ლუკა ეხვაია: უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ყირიმი და დონბასი დაკარგა, 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი...

ლუკა ეხვაია

1755585732

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - ამის შესახე...

 უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

1755584723

ახალი ამბები

2025 წლის რთველის პროცესში დამატებითი ცხელი ხაზი ამოქმედდება

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სო...

 რთველის პროცესი