ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და, სწორედ, ეს არის ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი.

„მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულებს რაც შეეხება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკის ზრდის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება, მათ შორის, ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით, წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, გასულ 4 წელს თუ ავიღებთ და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია და შემიძლია დაგპირდეთ, რომ აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა ამ კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755604850

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...

უსაფრთხოების სამსახური

1755604644

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება

„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველო...

მიხეილ ყაველაშვილი

1755603021

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა

„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1755602228

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე

1755600200

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისგან, რაც თავადვე წარმოადგინეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით ქართველ ხალხს...

ლევან მაჭავარიანი