ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა

„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ მხარეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.

მისივე თქმით, სიმართლე არის საქართველოს მხარეს.

„ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხურავთ არც ერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე, ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოგვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში. ასე გაგრძელდება მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა. ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსიისთვის, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროდ“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755604304

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მ...

ირაკლი კობახიძე

1755602228

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე

1755600200

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისგან, რაც თავადვე წარმოადგინეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით ქართველ ხალხს...

ლევან მაჭავარიანი

1755599505

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, მათივე ობიექტური კვლევის შედეგადაც ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა

„მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და მათივე ობიექტური კვლევის შედეგადაც ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1755596856

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე

„ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე“, - ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა...

 მეუფე იაკობი