მიხეილ ყაველაშვილი: თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია და ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება

„თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს, შვილებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც განვითარებისა და გაძლიერების უნიკალური შანსი აქვს.

„საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. დღეს ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და როგორ დაფასდა გურულების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი, თუ რამხელა ფასი აქვს მშვიდობას. ქართველებს არასდროს გვიჭირდა, რომ დაგვეცვა ჩვენი სამშობლო, მთელი ჩვენი ისტორია არის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული ქვეყანა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ უფრო ძლიერები. გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი იმიტომ, რომ დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ ერთი რამის უნდა გვჯეროდეს, რომ თავისუფლება ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანამდევი არ იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერა.

ბახმაროში სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გასართობი და კულტურული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755605807

ახალი ამბები

მეუფე შიო: ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი

„ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული...“, - ამის შესახებ საპ...

მეუფე შიო

1755604850

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრც...

უსაფრთხოების სამსახური

1755604304

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, თუ გადავხედავთ გასულ 4 წელს და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია, გპირდებით, აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა

მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მ...

ირაკლი კობახიძე

1755603021

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღემდე თავს არიდებენ, ვინაიდან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა

„ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1755602228

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე