გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ტვ პირველის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს პირად თავდასხმად განიხილავს. ვაშაძის თქმით, ის თავს დაბლოკილად არც ერთ მედიაში არ გრძნობს და მადლობას უხდის „ტვ პირველს“ იმისთვის, რომ „გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას“.

„სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები. მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო ტვ „პირველს“, მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას. ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი. დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!“, - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილმა, „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუკპოსტში „უბორნია“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიაში ის დაბლოკილია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779433574

ახალი ამბები

მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს

„აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების - ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძ...

მაია ორჯონიკიძე

1779431786

ახალი ამბები

ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილი...

ლანა მორგოშია

1779430328

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს

„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...

არჩილ გორდულაძე

1779429047

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად

„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაშ...

ლევან ჭოტორლიშვილი

1779428117

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. „არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუა...

შალვა პაპუაშვილი