შალვა პაპუაშვილი: ვინც დამხობა დააპირა, ვხედავთ, რომ თავად დაემხნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
არ გვასვენებენ გარედან, უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება, მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს იმისკენ უბიძგებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თუ უნდა, უარი უნდა თქვას საკუთარ ტერიტორიებსა და სუვერენიტეტზე.
„ამას ვუყურებთ ჩვენ უკვე 14 წელია, რომ არ გვასვენებენ გარედან. სააკაშვილი არის ამის კარგი მაგალითი. არ გვასვენებენ გარედან, უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება. მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში. თქვენ მოისმინეთ ბატონი პეტერის განცხადება, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის გზას ასცდაო. შეგახსენებთ, ეს არის ის გზა, სადაც დღეს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში წევრობა უნდა უკრაინას, ამისთვის საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების დათმობა. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ოპტიმალური გზა არის მოლდოვის, როგორც სახელმწიფოს გაუქმება და მისი სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონად ქცევა. ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში ჩვენ. სინამდვილეში უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ეს როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ ეს ტვირთი და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე – უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, მივიღოთ ის კანონები, რასაც გვეტყვიან, არა სტანდარტების გამო, არამედ მათი პოლიტიკური გემოვნების გამო და მთელი ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რაც ასწლეულები გვქონია, დავასრულოთ ასე არასახელოვნად. ეს არის სწორედ რისკენაც გვიბიძგებენ, რომ არასახელოვანი წევრობა გვქონდეს ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დამხობის ნებისმიერი მცდელობის პერსპექტივა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩენაა.
„ვინც დააპირა დამხობა, ვხედავთ, რომ თავად დაემხნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნებისმიერი ასეთი მცდელობის ერთადერთი პერსპექტივაა ის, რომ ყველა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლებს, აღმოჩნდება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1779434596
ახალი ამბებიადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის...
1779433574
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს
„აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების - ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძ...
1779431786
ახალი ამბებილანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილი...
1779430328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს
„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...
1779429047
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად
„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაშ...































