ირაკლი ქადაგიშვილი: ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული

„4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ადამიანები ხედავენ, რომ მათ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში კონკრეტული საქმე წინ მიდის. ხელისუფლებას და თვითმმართველობას ხალხის ნდობა მოპოვებული აქვს, რასაც გაძლიერება და გამყარება სჭირდება“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპით არის განპირობებული. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი განვითარებას დემოკრატიული არჩევნებითა და მშვიდობით აღწევს. თუმცა, ამის პარალელურად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ამის მაგალითი იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლა.
„დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა მხარდამჭერი გარედან გაკეთებული განცხადებები - რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ. გუშინაც სწორედ ამის ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო 4 ოქტომბრის შემოქმედს და არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც 1 400 000-ზე მეტი ქართველი გამოვიდა და მხარი დაუჭირა დემოკრატიასა და განვითარებას, მაგრამ ილაპარაკო იმ 50-ოდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რეალურად სწორედ დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხებისა და დაპირისპირების ამოცანა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1760534302
საზოგადოება82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია
82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...
1760533349
ახალი ამბებისუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელ...
1760531978
ახალი ამბებიპრემიერი: ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს - დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით
ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალ...
1760530823
ახალი ამბებიცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მე...
1760530595
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შანხაის იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხ...