პროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს. პროკურატურამ მსჯავრდებულებთან ზაქრო ალბუთაშვილთან და გიორგი ჩახუნაშვილთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„მსჯავრდებულები ზაქრო ალბუთაშვილი და გიორგი ჩახუნაშვილი ხუთ პირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან საპროცეცო შეთანხმება დაამტკიცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 7 მაისის განაჩენით ნიკა გვენცაძე სხვა პირებთან ერთად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789733291

ახალი ამბები

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში,...

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

1789732049

ახალი ამბები

ბერლინში „ფეისბუკ“- პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამ...

აქტივისტი

1789731720

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება

„ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე

1789731638

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს

„სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მა...

ირაკლი კობახიძე

1789730982

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, ვინაიდან არმაზ ახვლედიანი არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი

„ამ ყველაფერს გრანტების მიღების ნაწილში თანხმობა სჭირდებოდა. ალბათ დაინტერესდება შესაბამისი უწყება და სამსახური, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუ...

ირაკლი ზარქუა