შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გაექცა შეხვედრას, რადგან არ არსებობს თემა, რომელზეც არ არსებობს არგუმენტირებული პასუხი, ცრუ ნარატივებით აგებული შენობა ხუხულასავით ჩამოეშლებოდათ

ბრიუსელში შეხვედრა იმიტომ ჩაშალეს, რომ ჩვენთან დაკავშირებით სალაპარაკო არ აქვთ, პრეტენზიას ვერაფერს გვიყენებენ, ვერც უკრაინაზე, ვერც ინსტიტუციებზე, ადამიანის უფლებები ეს ერთადერთია, რაზეც შეუძლიათ, უარგუმენტოდ ისაუბრონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ჩაშალეს, მათივე, ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას რომ გაქცეოდნენ.

„ადამიანის უფლებების საკითხზე დიალოგი ის თემაა, რომელზეც, რომ ჰკითხო ბრიუსელს, ყველაზე მეტი საპრეტენზიო შეიძლება, ჰქონდეთ. ჩვენი დელეგაცია რომ ჩავიდოდა, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ გაატარებდნენ, ფაქტებს დაუდებდნენ, ეს მათთვის ხომ უნდა ყოფილიყო ტრიუმფი, რომ აი, ჩავიდა ქართული დელეგაცია.

ჩვენთან დაკავშირებით სხვა სალაპარაკო რომ არ აქვთ, პრეტენზიას ვერაფერს გვიყენებენ, ვერც უკრაინაზე, ვერც ინსტიტუციებზე, ეს ერთადერთია, რაზეც შეუძლიათ, უარგუმენტოდ ისაუბრონ. ხომ უნდა ყოფილიყო მათი ტრიუმფი, აგერ, უთხრეს ყველაფერი მზია ამაღლობელიდან დაწყებული, ხაბეიშვილით დამთავრებული.

მათთვის ხომ საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, და იცით რატომ, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რასაც იტყოდნენ ყველაფერზე არსებობს არგუმენტირებული პასუხი ქართული კანონმდებლობით, საერთაშორისო კანონმდებლობით, სტრასბურგის პრაქტიკით. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაჩუმება მოუწევდათ. სინამდვილეში სწორედ ამას გაექცნენ, ამიტომ ჩაშალეს შეხვედრა. სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, ჩაშალეს ეს შეხვედრა, საუბარს რომ გაქცეოდნენ, მათივე, ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას. ახლა, შემოვლითი გზებით, რაღაც საბაბებს ასახელებენ. ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია, სადღაც ჟონავს, ეს კიდე საერთოდ ცალკე მოვლენაა. ამხელა ინსტიტუციაა, ბრიუსელი არის და ასე ჟონავს? ხან ერთი მხრიდან გამოჟონავს ინფორმაცია, ხან მეორიდან. სათქმელი თუ გაქვს – თქვი.

ჩემმა კოლეგამ გუშინ თქვა, ერთი ადგილი გქონდეს და თქვი თუ რამე სათქმელი გაქვს. თქვან, თუ რამე სათქმელი აქვთ და ეს გამოჟონვა საერთოდ ურთიერთობის რა დონეა – არ ვიცი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელი გაექცა შეხვედრას, რადგან საქართველოს დელეგაციის პირისპირ ცრუ ნარატივებით აგებული შენობა ხუხულასავით ჩამოეშლებოდათ.

„ჩავთვალოთ, ბრიუსელში ვიღაც რაღაც ჭმუნვები ჰქონდა და ვინ გველაპარაკება, ის ბრიუსელი, რომელსაც ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ კაბინეტში ეჯდა? წამების სისტემის შემქმნელი კაბინეტში ეჯდა, ეს ბრიუსელი საქართველოში ვინმეს შეიძლება, ასეთ პრეტენზიას უყენებდეს. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმაზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს, წამების სისტემის შემქმნელია და ეს ადამიანი ეჯდათ კაბინეტში, როგორც საუკეთესო პარტნიორი. ვინ გვეუბნება, რომელი ბრიუსელი გველაპარაკება ვინმეს მიუღებლობაზე.

რეზოლუციებში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში რომ დადიოდა. საერთოდ როგორ ბედავენ, ისაუბრონ რაიმე ღირებულებებთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილის ჩამხუტებელი ადამიანები. ფაქტი ერთია, ბრიუსელი გაექცა შეხვედრას, იმიტომ რომ არ არსებობს თემა, რომელზეც არ არსებობს არგუმენტირებული პასუხი და ეს ცრუ ნარატივებით აგებული შენობა ხუხულასავით ჩამოეშლებოდათ ამ დელეგაციის პირისპირ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ვაჭრობას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, წარადგინა სქემა, რომ 2022 წლიდან უკრაინაში ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინას 180 მილიარდი გადაუხადა, ხოლო რუსეთს 310 მილიარდი ევრო, 130 მილიარდი ევროთი მეტი გადაუხადა რუსეთს ვიდრე უკრაინას.

„და ეს ხალხი ჩვენ რაიმე საყვედურს გვეუბნება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით? ლიტვა, ნომერ პირველი ქვეყანა რომ გახდა ღვინის ექსპორტით რუსეთში, ერთი მტევანი ყურძენი რომ არ მოდის იმ ქვეყანაში, ჩვენზე მეტი ღვინო რომ შეაქვთ და ჩვენ გვეუბნებიან საყვედურს, ღვინო რატომ შეაქვს ქართველ გლეხს რუსეთშიო. ასეთ საყვედურებს არათუ არ მივიღებთ, ასეთი საყვედური აჩვენებს, რომ ეს არის ფარისევლობის პიკი, რასაც ჩვენ დღეს ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ ვხედავთ“, - დასძინა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763709745

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც სასამართლო არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“...

კახა კალაძე

1763709368

ახალი ამბები

შს მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, ვილაიათ ეივაზოვს მასპინძლობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამი...

შს მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

1763708993

ახალი ამბები

კახა კალაძე საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე: არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან მსგავსი ტიპის ქმედებებს, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი

„არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებებს და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის სერგი კაპანაძისა და ს...

კახა კალაძე

1763706663

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, რამდენად უღირთ ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილის, არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემის სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დავარდა

რამდენად უღირს დიფ სთეითს, ებრძოლოს ბიძინა ივანიშვილის, რომ არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიულ საბანკო სისტემას სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დაუვარდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

ააა

1763704349

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. ვიზიტის ფარგლებ...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია