„ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვნის თანდასწრებით რძალზე ფიზიკურად იძალადა“ - ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს. დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763709368

ახალი ამბები

შს მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, ვილაიათ ეივაზოვს მასპინძლობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამი...

შს მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

1763708993

ახალი ამბები

კახა კალაძე საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე: არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან მსგავსი ტიპის ქმედებებს, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი

„არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებებს და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის სერგი კაპანაძისა და ს...

კახა კალაძე

1763706663

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, რამდენად უღირთ ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილის, არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემის სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დავარდა

რამდენად უღირს დიფ სთეითს, ებრძოლოს ბიძინა ივანიშვილის, რომ არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიულ საბანკო სისტემას სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დაუვარდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

ააა

1763704349

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. ვიზიტის ფარგლებ...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია

1763703909

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ იქნება. მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხზე უცხოეთიდან დაქი...

შალვა პაპუაშვილი