„ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს“ - მეუფე იაკობი

ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომელსაც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტის წევრის მაიკ გალერის განცხადებას, რაც ქვეყანაში დეოლიგარქიზაციას უკავშირდება.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ევროპას ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოსთვის, მისივე თქმით, ევროპა დეოლიგარქიზაციაში სხვა რაღაცას გულისხმობს, კერძოდ, ისეთი კანონების მიღებას, რომ პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო.

„ შეხედეთ ამერიკაში, სოროსი ავიღოთ. სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის... სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემ ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა ევროპელ დეპუტატზე, რომ რასამ არასწორად თქვა, დეოლიგარქიზაცია სულ სხვას გულისხმობსო. ისეთი კანონები უნდა მიიღოთ ეკონომიკაში, რომ შენი პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. ეს უტვინო ოპოზიცია, ვინც მაგას იძახის ბაზარში არ უნდა დააყენო. არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? საქართველოსთვის რა გაუკეთებია? მე არ ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენმა ტელევიზიამ, ან მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. შემდეგ მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ გვინდა, რომ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ უსამართოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ოლიგარქიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “თუ ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან”. გალერის თქმით, მთავარი პრობლემა სიტყვა ოლიგარქის განმარტება კი არა, არამედ სხვა რამეა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც იყენებს თავის გავლენას მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლავასოღლის დაჯგუფების წევრები დააკავეს ვარშავაში ე.წ. ქურდული შეკრებაზე

🔵 „იმედი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში“ - ღარიბაშვილი

🔵 ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე - რას წერს თეა გოდოლაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა