კახა კალაძე: 2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ

„პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მათ მხარს არ უჭერენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, არჩევნები მშვიდ და თანასწორ გარემოში ჩატარდა და ეს შედეგებზეც აისახა.
„ჯერ არ აღიარებდნენ არჩევნებს და შემდეგ თავიანთ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადეს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო. ყოველთვის ასე ხდება - არჩევნებამდე არსებულ სიტუაციაზეც, არჩევნების დღეზეც და შემდგომ მიღებულ შედეგებზეც. გაიხსენეთ, სულ ერთი და იგივე მესიჯები აქვთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით არის ხოლმე გაჯერებული.
რაც შეეხება შედეგებს, ყველაფერი ცხადია, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორი მშვიდი და თანასწორი გარემო იყო და ყველა პოლიტიკურ კანდიდატს შეეძლო, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ვიღაცებმა გამოიყენეს, ვიღაცებმა ნაკლებად, ზოგს ხედვა არ ჰქონდა საერთოდ. ყველაფერი შედეგებზე აისახა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს და შედეგებს, რომლის თანახმადაც მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა ბარიერი, დედაქალაქის მერის თქმით: „მინდა გავიხსენო წინასაარჩევნოდ გამართული დებატები. მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა ოლქში მოიგებენო და ამაში ჩვენ გვადანაშაულებდა. ძალიან მარტივია - არავის უყვარს, გააკეთოს სწორი ანალიზი. როდესაც შეცდომას თავად უშვებენ, ამას არ იაზრებენ, თუ რატომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, ან როგორ უნდა შეცვალონ სიტუაცია და ხვალ მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ. საკუთარ შეცდომებზე არავინ საუბრობს, მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალებაზე არიან გადასულნი. თურმე ხალხია დამნაშავე, რომ მხარს არ უჭერენ“.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არჩევნებზე დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე 2017 წელს ჰქონდა.
„მე შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის მონაცემები. მაშინ 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით არჩევნებში ხმების 71% მიიღო. აშკარად მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ გაქვთ ინფორმაცია და არ იცით, როგორ ითვლება.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას. 215 000 ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კარგად მაქვს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და ვპირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ უკან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1759741537
ახალი ამბებიკახა გოგოლაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო „საშინლად დაბალი“, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს - „ოცნებამ“ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში
„სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი...
1759740121
სპორტისპორტის მინისტრმა ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოკრივე ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. კრივის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპულმა უმა...
1759737968
სპორტიძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია
პერუს დედაქალაქ ლიმაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკ...
1759735778
ახალი ამბები„ლელო“ ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება - ირაკლი კუპრაძემ მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე თბილისელს, რომელმაც ხმა მისცა
„ლელო" ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება. კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის...
1759735035
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკ...