კახა გოგოლაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო „საშინლად დაბალი“, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს - „ოცნებამ“ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში

„სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში“, - წერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, „ქართული ოცნების“ მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტებია, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ დიდ ქალაქებში სრული კონტროლი დაამყარა.
„ცნობისთვის, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პროცენტი იყო „საშინლად დაბალი“, ვიცოდეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 41%. ანალოგიურ არჩევნებზე დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა (რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით) ბოლო 5 წელიწადში მერყეობს 40-45 პროცენტის დიაპაზონში.
სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში. თბილისში აქტივობა იყო საშუალოზე ბევრად დაბალი -31% (თუმცა საერთაშორისო პრაკტიკის ფარგლებში ნორმალური მოვლენა), რაც სწორედ აქ არსებული დიდი ოპოზიციური რესურსის გამო მოხდა.
აქ ოცნებას დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, რომ არა ბოიკოტი და 4 ოქტომბრისთვის გაცემული დაპირება რეჟიმის უალტერნატივოდ დამხობის შესახებ. საპროტესტო ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი იმისა რომ, „უკვე ჩამოგდებისთვის გამზადებული ხელისუფლების არჩევნებზე მისვლას“ აზრი არ აქვს.
ჩემი აზრით, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, არის ოცნების მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტები და, პირველ რიგში, დიდი ქალაქების სრული კონტროლი. რომც მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ამ შედეგების გასაუქმებლად საკმარისი ლეგალური საფუძველი პრაქტიკულად არ იარსებებს“, - წერს გოგოლაშვილი.
1759737968
სპორტიძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია
პერუს დედაქალაქ ლიმაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკ...
1759735778
ახალი ამბები„ლელო“ ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება - ირაკლი კუპრაძემ მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე თბილისელს, რომელმაც ხმა მისცა
„ლელო" ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება. კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის...
1759735035
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკ...
1759733652
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის...
1759731982
ახალი ამბებიახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას. საა...