ლევან მახაშვილი: 4 ოქტომბერს აქციაზე მისული ნებისმიერი პიროვნების სურვილი იყო ხელისუფლების დამხობა, შემდეგ გამიჯვნა დაიწყეს, რაც პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბერი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მშვიდად, წყნარად ჩაივლიდა და ასეც მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არა სპონტანური პროცესი, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.
„მათი გადმოსახედიდან დიადი მიზნით იყო შესრულებული, მაგრამ რეალურად, უფხოდ და უნიათოდ, როგორც ერთ-ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშია „ხმამაღლა წაკითხული გადატრიალების მცდელობა“. მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბერი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მშვიდად, წყნარად ჩაივლიდა. ასეც მოხდა. შფოთის შემოტანა ვინც სცადა, რა თქმა უნდა, მათთვის 4 ოქტომბერი მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა. შემდგომ დღეებს ზოგიერთი მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებს. 4 ოქტომბერი არა სპონტანური პროცესი, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აქცია იყო. ამიტომ, იქ მისული ნებისმიერი პიროვნება მონაწილე და მსურველი იყო ხელისუფლების დამხობის. შემდეგ გამიჯვნა დაიწყეს, რაც უბრალოდ პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. როდესაც გემი იძირება, ყველა ცდილობს, თავს უშველოს და პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. ახლა ისე გამოდის, თითქოს, ამ პროცესში დამნაშავეები მარტო პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები არიან. რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი აქვს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ვინც იმ აქციაზე იდგა, რა იგეგმებოდა და რას აპირებდნენ ეს ადამიანები. თუმცა, როგორც ჩანს, ის, რაც ზოგიერთმა არ იცოდა, ან ვერ გაიგო, იყო ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ მცდელობას შესაბამისი ეფექტიანი პასუხი ექნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1759740121
სპორტისპორტის მინისტრმა ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოკრივე ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. კრივის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპულმა უმა...
1759737968
სპორტიძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია
პერუს დედაქალაქ ლიმაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკ...
1759735778
ახალი ამბები„ლელო“ ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება - ირაკლი კუპრაძემ მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე თბილისელს, რომელმაც ხმა მისცა
„ლელო" ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება. კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის...
1759735035
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკ...
1759733652
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის...