კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე: ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის შედეგადაც საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორი ძალა დგას მეორე მხარეს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს.

„ბევრი პრობლემა შექმნეს დედაქალაქში. მე მგონი აქაც ხედავს საზოგადოება განსხვავებას - ჩვენ ვაშენებთ, ვქმნით, რეაბილიტაციას ვუტარებთ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს, ეს რადიკალები და მოძალადეები კი ანგრევენ, ანადგურებენ მათ. ძალიან მძიმეა და ცუდია. ხალხი ამ ყველაფერს აფასებს. ჩვენ, ცხადია, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით. მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აქციის ორგანიზატორებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აღჭურვილობის შესაძენად ემიგრანტებისგან თანხის შეგროვებას ეხება.

„არ მინდა, შიდა დაპირისპირებაში ჩავერიო. ვიღაცამ ვიღაცას ფული მოპარა, ვიღაცა არასწორად მოიქცა, ვიღაცამ ეს თქვა - ეს არ არის ჩემი საქმე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სწორი, ჯანსაღი პოზიციისთვის. ზუსტად იმ 1 100 000-მა ადამიანმა გასცა პასუხი იმ მოძალადეებსა და ქვეყნის მტრებს, რომლებიც აგენტურის სახით გვყავს წარმოდგენილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759741537

ახალი ამბები

კახა გოგოლაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო „საშინლად დაბალი“, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს - „ოცნებამ“ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში

„სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი...

კახა გოგოლაშვილი

1759740121

სპორტი

სპორტის მინისტრმა ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოკრივე ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. კრივის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპულმა უმა...

ლაშა გურული

1759737968

სპორტი

ძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

პერუს დედაქალაქ ლიმაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკ...

ძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

1759735778

ახალი ამბები

„ლელო“ ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება - ირაკლი კუპრაძემ მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე თბილისელს, რომელმაც ხმა მისცა

„ლელო" ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება. კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის...

ირაკლი კუპრაძე

1759735035

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს