კახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველია.
ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში „მწვანეთა პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვესხმით თავს, არავის ვებრძვით, ჩვენ გვიწევს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყნის გარედან ვის აქვს უფლება, მათ შორის, თუნდაც დიდ სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს? - სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული. როგორ შეიძლება ჩვენ ევროპას, ამერიკას ვებრძოდეთ, თუმცა არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკოს და მოგვიწოდოს ისეთი რაღაცების კეთებისკენ, რომელიც ვიცით, რომ პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის დამღუპველი და გამანადგურებელია. არ გადავდგამთ მსგავს ნაბიჯებს.
ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, ურთიერთობაც, ამის მომხრეც ვართ, არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, ე.წ. დიფ სთეითზე, ქილიკი მიდიოდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაცებს ვიგონებდით, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი არ გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ყოველ წელს რევოლუციებს გიწყობენ ქვეყანაში და ეს თქვენ, როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყანაში დაბადებულს, გსიამოვნებთ? მოგწონთ ეს ყველაფერი? გარედან უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანა? ყველამ გაიგოს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გიორგი გაჩეჩილაძის კიდევ ერთ კითხვას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაწესებული ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხებოდა, კახა კალაძე პასუხობს, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქართველ ხალხს გარედან თითის დაქნევით ელაპარაკოს.
„ბატონო გიორგი, მე მესმის, რომ თქვენ გარედან ფინანსდებოდით, მაგრამ დღეს არსებობს იმის შესაძლებლობა, შიგნიდან მიიღოთ ეს დაფინანსება. თუ თქვენ ქართულ საქმეს, კარგ საქმეს ემსახურებით, შეგიძლიათ, მიიღოთ ეს ყველაფერი შიგნით. ამის პლატფორმა არსებობს და შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს გარედან თითის დაქნევით ელაპარაკოს. კი არ უნდა გაბრაზდეთ, რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი“, - მიმართა კახა კალაძემ საკუთარ ოპონენტს.
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759433271
ახალი ამბებიკახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...
1759427783
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან
„იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საარჩევნო...