კახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა

„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში ისაუბრა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად გრძნობს.
„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ურთიერთობა დღემდე არ გაგვიწყვეტია. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, არ გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს ყველა პრობლემას, რაც ქალაქშია, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ქვეყნის გარედან მართულ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა შიდა საქმეებში ჩაერიონ, რადგან გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა ან ქალაქი, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა.
„ზუსტად ამ მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, იყო დედაქალაქის მერი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ აბსოლუტურად - დაწყებული ეკოლოგიური მიმართულებით, გაგრძელებული ქალაქის სწორი ურბანული განვითარებით, მიღებული გენერალური გეგმით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებით და ა.შ. თუმცა, ცხადია, უამრავი გამოწვევა დგას.
ჩვენ არ გვერიდება ამაზე საუბარი. ღიად ვსაუბრობთ და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები და რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხ წელში. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, არ დავუშვათ გარედან მართულ ზოგიერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას ამ არჩევნებით რაიმე შესაძლებლობა მიეცეს.
საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი, ვინ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებაში და არა გარედან, ვიღაცების ჩარევით დანიშნული პირი. ამის მომსწრენი ვართ და მცდელობები ყოველდღიურად არის - უამრავი შეურაცხყოფა, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ამ ქვეყანას ქართველი ხალხი მართავს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1759436274
ახალი ამბებიკახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...
1759427783
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან
„იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საარჩევნო...