ირაკლი კობახიძე: ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც, თუმცა მინდა, გავაფრთხილო ყველა, როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან დანიაში.
მისივე თქმით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რაც უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც, თუმცა თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მაშინვე მიიღებს მკაცრ პასუხს კანონის შესაბამისად.
„ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს მშვიდობიანად, გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც. ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ არ დაარღვიონ კანონი. როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს. მე მინდა, შევახსენო ყველას - ვინც იყო ჩართული ძალადობაში, 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, 2 წლიდან იწყება, არის 4-4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს კანონის მიხედვით. შესაბამისად, მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.
1759436274
ახალი ამბებიკახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759433271
ახალი ამბებიკახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...