პრემიერი: 30-ზე მეტ ლიდერთან გვქონდა გასაუბრების საშუალება, არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია იმ თემებზე, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ

გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კოპენჰაგენში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადაიხედოს ურთიერთობები და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.
„დავასრულეთ ვიზიტი. საინტერესო ფორმატია, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა უშუალოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან. ასევე, მქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ და დაკავშირებადობის საკითხებზე ვისაუბრეთ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება.
ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. საინტერესოა, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, რაც ძალიან კარგი იმპულსების მომცემია. დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის უპირობოდ აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ურთიერთობების გადატვირთვა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, თუმცა მათი მხრიდანაც იყო ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი დახურული კომუნიკაციაა და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კარგია, რომ ჩვენ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავხსნათ, კიდევ ერთხელ, ჯანსაღი დისკუსია ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1759436274
ახალი ამბებიკახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759433271
ახალი ამბებიკახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...