კახა კალაძე: რასაკვირველია არჩევნების შედეგს ვაღიარებთ - ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რასაკვირველია, აღიარებს, ვინაიდან მოსახლეობის არჩევანი უზენაესია.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„რასაკვირველია, არჩევნების შედეგს ვაღიარებთ. ამ ქალაქის და ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი. ვინც ვერ ხედავს და არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, ვხედავთ ის პოლიტიკური დაჯგუფებები თუ პარტიები დღეს სად იმყოფებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვთ, რადგან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის დრო აღარ არის.
„რაც შეეხება ოპონენტებს, მოდით, შევხედოთ რეალობას, არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამ არჩევნებში წარმატების ანარაირი შანსი არ გააჩნიათ. ხედავთ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ორად არიან გაყოფილი: ერთი დაჯგუფება დამხობით ემუქრება საქართველოს ხელისუფლებას და არეულობის შემოტანას აანონსებს ქვეყანაში; მეორე ძალა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ თუ ისინი გამარჯვებას მიაღწევენ, ყველაფერს გააჩერებენ - მუნიციპალური ტრანსპორტს, მერიის შესაბამის სამსახურებს. მინდა, ერთი რამე ვთქვა: ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის დრო ჩაბარებულია წარსულს.
არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რადიკალიზმით და ბოროტებით ვერანაირ წარმატებას და გამარჯვებას ვერ მიაღწევს. მაშინ, როდესაც ხარ აგენტურული ქსელის წარმომადგენელი, ფინანსდები გარედან, იღებ გარე მითითებებს თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, იღებ თანხებს იმაში, რომ წაახალისო ექსტრემისტული ორგანიზაციები, წაახალისო საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, გააღრმაო პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, არანაირი მომავალი არ გაქვს არც პოლიტიკური და არც სხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759433271
ახალი ამბებიკახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...
1759427783
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან
„იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საარჩევნო...