მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდის პროცესში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, მასწავლებლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მასწავლებლებო, თქვენ მიერ გაღებული შრომა და სიყვარული თაობების სახით დარჩება ისტორიაში. თქვენი საქმე შეუფასებელი სიმდიდრეა, რომელიც ემსახურება განათლებული, პასუხისმგებლიანი, პატრიოტი და ძლიერი მოქალაქეების აღზრდას, რომლებიც თავიანთ ცოდნას ჩვენი სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებას მოახმარენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

ღონისძიებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759436274

ახალი ამბები

კახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...

კახა კალაძე

1759435553

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი

ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...

შალვა პაპუაშვილი

1759433271

ახალი ამბები

კახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა

„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...

კახა კალაძე

1759432906

ახალი ამბები

კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...

კახა კალაძე

1759427783

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან

„იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია საარჩევნო...

რატი იონათამიშვილი: