კახა კალაძე: არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის

„თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით, დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს არ არის კამერებთან ავტომობილების გავლების ჯამური რაოდენობა, თითოეული ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რამდენმა კამერამ დააფიქსირა, სისტემაში მხოლოდ ერთხელ ითვლება.

„დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას და ქალაქში არსებულ საცობებს. მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.

ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიური საცობები გაორმაგებულ სატრანსპორტო დატვირთვას უკავშირდება.

„საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის. არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794905136

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვი...

მარიამ ქვრივიშვილი:

1794903495

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...

 თორნიკე ჭეიშვილი

1794902023

ახალი ამბები

ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა - ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს

ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხადის ხეობ...

✅ქვეშეთი-კობის გზა

1794901327

ახალი ამბები

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან, ამასაც თავისი ახსნა აქვს, მათ რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა ჩვენი სარჩელის აღიარებას გულისხმობს

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმ...

გიორგი კახიანი

1794900111

ახალი ამბები

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი სრულდება

გალაკტიონ ტაბიძე ქართული პოეზიის/კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისმა შემოქმედებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ქართული ენისა და მხატვრული აზროვნების შესაძლებლობები. 2026 წლის 17 ნოემბერს გალაკტიო...

გალაკტიონ ტაბიძე